გურამ მაჭარაშვილი: საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება „ლელოსთვის“ წინასაარჩევნოდ საკონტროლო გასროლა იყო

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ეს გადაწყვეტილება „ ლელოსთვის“ წინასაარჩევნოდ საკონტროლო გასროლა იყო. პრაქტიკულად, პოლიტიკურად აბსოლუტურად განეიტრალებულია “ლელო” და ხაზარაძე, რადგან ყველამ დაინახა, რომ ის თაღლითობები, რასაც სამართლიანად აბრალებდნენ, უკვე რეალურად დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, “ლელოს” ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები