ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებაა, ისინი სად მიმართავენ ამ თანხას, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს – ლევან მაჭავარიანი – ენტონი ბლინკენის განცხადებაზე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ს მიერ საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა. უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის უცნაურია და მიზეზი არ ესმის, რადგან გაუგებარი და ბუნდოვანია.

„ეს თითქოსდა დემოკრატიის უკუსვლასთან არის დაკავშირებული, რომელიც ძალიან ბუნდოვანია. ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ისინი სად მიმართავენ ამ თანხას, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს; როგორც ევროკავშირმა გადაუნაწილა 30 მლნ ევრო „ენჯეოებს“, რომელიც ჩვენს ჯარს მოაკლო, იმავეს იზამს თუ არა აშშ – მოდით, მოვლენებს დაველოდოთ“, – თქვა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკების განცხადებით, შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები