არჩილ გორდულაძე: ხაზარაძე და ჯაფარიძე აქამდე ხომ განულებულები იყვნენ, ახლა კიდევ უფრო მინუსებში არიან, რადგან მათი პოლიტიკაში მოსვლის საკითხი დაკავშირებული იყო ანაკლიის პორტთან
მმართველი გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აფასებს.
დეპუტატის შეფასებით, “ლელოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე “განულებულები არიან”.
„აქამდე ხომ განულებულები იყვნენ, ახლა კიდევ უფრო მინუსებში არიან, რადგან მათი პოლიტიკაში მოსვლის საკითხი დაკავშირებული იყო ანაკლიის პორტთან, რომ თავი შეეფარებინათ პოლიტიკისთვის და ახლა ეს ერთადერთი საშუალება და მიზანიც ჩამოეშალათ“, – განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ლელოს” ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.