11 სექტემბრის ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება დაიდო

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში ბრალდებულ სამ კაცთან საპროცესო შეთანხმება დაიდო, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით, The New York Times-ი წერს.

2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების მოწყობაში ბრალდებული მამაკაცი და მისი ორი თანამზრახველი შეთანხმდნენ, რომ აღიარებდნენ ბრალს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მათ სიკვდილით დასჯას გაუუქმებდა და ბრალს სამუდამო პატიმრობით შეუცვლიდა.

მოლაპარაკებები 27 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საპროცესო შეთანხმება სამივე ბრალდებულთან გუშინ, გუანტანამოს ყურეში დაიდო.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება მიზნად ისახავდა საქმის სისრულეში მოყვანას და სამართლიანობის აღდგენას, განსაკუთრებით იმ 3000-მდე ადამიანის ოჯახისთვის, რომლებიც დაიღუპნენ ნიუ-იორკში, პენტაგონსა და პენსილვანიაში თავდასხმების დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები