ნინო წილოსანი: ნებისმიერმა ადამიანმა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და აღასრულონ ის კანონი, რომელიც მათსავე ინტერესს ემსახურება, არ უნდა შეუწყონ ხელი მავნებლურ, აგენტურად ქცეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს

ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და უნდა აღასრულონ ის კანონი, რომელიც მათსავე ინტერესს ემსახურება, არ უნდა შეუწყონ ხელი მავნებლურ, აგენტურად ქცეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა “გამჭვირვალობის კანონზე” საუბრისას განაცხადა.

“ერთი ამბავი იყო ატეხილი, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე უნდა ითანამშრომლონ თუ არა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციაც გახდება ამ „ენჯეოების“ დასარეგისტრირებლად პირველწყარო. რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ადამიანმა და სუბიექტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და უნდა აღასრულონ ის კანონი, რომელიც მათსავე ინტერესს ემსახურება, არ უნდა შეუწყონ ხელი მავნებლურ, აგენტურად ქცეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩრდილში დარჩნენ და თავისი საქმეები მალულად აკეთონ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დღეიდან ძალაში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები