ნინო წილოსანი: ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერი მოგებული აქვს ბელგიურ კომპანიას, რომელიც არის განსაკუთრებული თავისი რეპუტაციითა და გამოცდილებით

“ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერი მოგებული აქვს ბელგიურ კომპანიას, რომელიც არის განსაკუთრებული თავისი რეპუტაციითა და გამოცდილებით. ამიტომ, ეს კიდევ ერთი გარანტიაა, რომ პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია აიგნორებს იმ ფაქტს, რომ ქვეყანას სტაბილურად აქვს ეკონომიკური ზრდა.

„მე ვურჩევდი მათ, კარგად შეესწავლათ, ვისი და რის გამო მოხდა ანაკლიის პროექტის შეჩერება. ალბათ, ოპოზიცია თავისი ოფისების იქეთ არ გადის და ვერ ხედავს, თუნდაც რიკოთის მშენებლობას, რეაბილიტირებულ გზებს, ახალ სიცოცხლეს თითოეულ რაიონულ ცენტრში. რა თქმა უნდა, აიგნორებენ იმ ფაქტს, რომ ქვეყანას სტაბილურად აქვს ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები