ხაზარაძე-ჯაფარიძის პრეტენზიებს საკუთარი ქვეყნის მიმართ და საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ზედ აკვდება გამონათქვამი, რომ თაგვმა თხარა, თხარა, კატა გამოთხარა – ოდიშარია
ხაზარაძე-ჯაფარიძე ქართველი ხალხისგან ბიუჯეტის 25% ითხოვდნენ,
თუმცა, პასუხად მიიღეს ის, რომ არიან დამნაშავეები და საკუთარი სარჩელის მიხედვითვე დამარცხდნენ,- ასე აფასებს “ლელოს” ლიდერების მიმართ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.
„ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილის ამ პრეტენზიებს საკუთარი ქვეყნის მიმართ და პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ზედ აკვდება გამონათქვამი, რომ თაგვმა თხარა, თხარა, კატა გამოთხარა. საკუთარი სარჩელის მიხედვით ისინი დამარცხდნენ. ითხოვდნენ საქართველოსა და ქართველი ხალხისგან იმდროინდელი ბიუჯეტის 25%-ს და პრაქტიკულად ანადგურებდნენ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ამ მოთხოვნით. მიიღეს საპასუხოდ, რომ ისინი არიან დამნაშავეები და თურმე „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ განხორციელდეს ანაკლიის პროექტი“, – განაცხადა დეპუტატმა.