გია ვოლსკი – ხაზარაძე – ჯაფარიძეზე: საერთაშორისო სასამართლომ საფუძვლიანი ვერდიქტი დადო, საფუძვლიანია მისი მოთხოვნაც, რაც თანხის ანაზღაურებას ითვალისწინებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ
საერთაშორისო სასამართლომ საფუძვლიანი ვერდიქტი დადო.

ვოლსკის შეფასებით, საფუძვლიანია მოთხოვნაც, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ თანხის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

„ხაზარაძე და ჯაფარიძე ჩემგან 300 ათასს ლარამდე ითხოვდნენ იმის გამო, რომ ვთქვი, მათი ბანკიდან უკანონოდ იყო გატანილი ფული და ძალიან საეჭვო ოპერაცია ჩატარდა, როცა 17 მილიონი გაათეთრეს და წინა დღეს ბანკიდან გატანილი თანხა პირად ანგარიშებზე დაიბრუნეს, შემდეგ ოფშორულ ზონაში მოხვდა. სასამართლომ ეს რეალურად დაადასტურა და მე მიჩივლეს, მადლობა ღმერთს, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. როცა საერთაშორისო სასამართლომ – და არა ქართულმა სასამართლომ, რომელსაც შეგიძლია, სრულიად უსაფუძვლოდ რაღაც დააბრალო – საფუძვლიანი ვერდიქტი დადო და საფუძვლიანია მისი მოთხოვნაც, რაც თანხის ანაზღაურებას ითვალისწინებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები