ორბანი ევროკომისრის პოსტზე ვარჰეის წარადგენს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკომისრის პოსტზე ოლივერ ვარჰეის წარადგენს. ამის შესახებ ორბანის განცხადებაშია ნათქვამი.
“გასული 5 წლის განმავლობაში, კომისარმა ვარჰეიმ დაამტკიცა, რომ ევროკავშირი შეიძლება, სამეზობლოში და სამეზობლოს გარეთ, პოზიტიური ძალა იყოს. ვარჰეი მომავალ ევროპულ კომისიაში შესანიშნავ სამუშაოს შეასრულებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვიქტორ ორბანმა გადაწყვეტილება ევროკომისიის ხელმძღვანელის მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო, რომლის მიხედვითაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის თითოეულ ქვეყანას, ევროკომისიის დასაკომპლექტებლად, ორი კანდიდატის წარდგენა სთხოვა.