POLITICO: ისრაელ-ჰეზბოლას ომის შიშის გამო ავიაკომპანიებმა ლიბანში ფრენები შეაჩერეს
ავიაკომპანიებმა ბეირუთის მიმართულებით გააუქმეს ფრენები ისრაელსა და ლიბანურ მებრძოლ ჯგუფ ჰეზბოლას შორის ომის შიშის გამო. ამის შესახებ “პოლიტიკო” წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Lufthansa-მ განაცხადა, რომ მან 5 აგვისტომდე შეაჩერა 5 მარშრუტი ლიბანის დედაქალაქისკენ და უკან „სიფრთხილის“ გამო,ასევე შეაჩერა მისმა შვილობილმა კომპანიებმა Swiss International Air Lines და Eurowings-მა.
თურქეთის ავიახაზები, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines, Ethiopian Air და ლიბანური გადამზიდავი Middle East Airlines-მა ასევე გააუქმეს ფრენები ბეირუთში კვირას და ორშაბათს დაშვების გამო.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ავიაკომპანია „ასწორებს ფრენების განრიგს ლიბანში“ ან „განიხილავს დროებით ცვლილებებს ფრენის გეგმებში“ მზარდი დაძაბულობის საპასუხოდ და მოუწოდებს მოგზაურებს გადაეხედათ ლიბანში მოგზაურობას.