“ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, საკუთარი მოქალაქეები ტერორისტული საფრთხისგან დაიცვას” – ბლინკენი
“ტერორიზმს არანაირი გამართლება არ აქვს. ეს უდავოა. ყველაფერი მიუთითებს, რომ რაკეტები “ჰეზბოლას” მიერ იყო გაშვებული”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გოლანის მაღლობზე მომხდარ ტრაგედიას, როს შედეგადაც დაიღუპა 11 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, საკუთარი მოქალაქეები ტერორისტული საფრთხისგან დაიცვას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტისთვის, არა მხოლოდ ღაზას სექტორში მშვიდობის დამყარება, არამედ ისრაელსა და ლიბანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაცაა. ჩვენი მიზანი ღაზაში კონფლიქტის დასრულებაა, რომელიც უკვე დიდი ხანია, გრძელდება და ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირა”, – აღნიშნა ბლინკენმა.