BBC: ვენესუელაში, საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოცხადდა

ვენესუელის ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი მეთაური, ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მადურომ, ხმების 51% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა, ოპოზიციონერმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა კი – 44%.

კარაკასში, ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლისას მადურომ განაცხადა, რომ მისი თანამდებობაზე ხელახალი არჩევა „მშვიდობისა და სტაბილურობის ტრიუმფია“. მან ასევე შეაქო ქვეყნის საარჩევნო სისტემა, რომელსაც გამჭვირვალე უწოდა და დასცინა ოპოზიციას, რომელიც „ყოველ არჩევნებზე გაყალბების შესახებ ყვირის“.

ოპოზიცია ხმის მიცემის პროცესში დარღვევების შესახებ საუბრობს და შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები