“გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე პრემიერის გამოსვლა ღირშესანიშნავი იყო“

  ეს გამოსვლა საქართველოს მთავრობის მეთაურის პირველი გამოსვლაა გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე და, მართლაც, ღირშესანიშნავი იყო, – ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ პრემიერის გაეროში გამოსვლა.
„მან საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, გატარებულ რეფორმებზე მრავალი კუთხით ისაუბრა. მათ შორის, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე და ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. საქართველოს მთავრობის მეთაურის პირველი გამოსვლა გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე იყო, მართლაც, ღირშესანიშნავი და ის თემატიკა, რომელიც მოიცვა პრემიერის გამოსვლამ, ყოვლისმომცველი იყო“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები