„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის. ალბათ, ყველა კარგად ვაცნობიერებთ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის ზუსტად სამი თვე ელოდება ჩვენს ქვეყანას. ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.