“აღრიცხვა არის აბსოლუტურად თავისუფალი და უპრობლემო” – ბექა ოდიშარია – ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაზე

ემიგრანტების საარჩევნო პროცესში დასარეგისტრირებლად, მაქსიმალურად ვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რომელსაც დიპლომატიური წარმომადგენლობები გვაძლევს,- ამ თემაზე უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია საუბრობს.

მისი თქმით, კონსულები და ელჩები მზად არიან, მოემსახურონ ქართველ ემიგრანტებს.

“ამას დასჭირდება საქართველოს მთელი ბიუჯეტი, რადგან მსოფლიოში, 53 ქვეყანაში, მინიმუმ 2 000 ქალაქში არის ასეთი რაოდენობა ადამიანების. შესაბამისად, ამას ვერც უსაფრთხოების თვალსაზრისით და ვერც ორგანიზაციული თვალსაზრისით, როგორც მინიმუმ საქართველოს მხარე ვერ გასწვდება.

სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რომელსაც გვაძლევს დიპლომატიური წარმომადგენლობები. აღრიცხვა არის აბსოლუტურად თავისუფალი და უპრობლემო. ახლა შეიქმნა თაღლითური პლატფორმა და ემიგრანტებს ატყუებენ, რომ თურმე, ისინი დაარეგისტრირებენ ძალიან ადვილად… კონსულები და ელჩები მზად არ არიან, რომ მოემსახურონ ჩვენს ემიგრანტებს? გარწმუნებთ, მზად არიან”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები