ირაკლი ქადაგიშვილი: [ოპოზიციას] ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხზეც კი არ შეუძლიათ მეტ-ნაკლებად რელევანტური და სერიოზული პოზიციის დაკავება

ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხზეც კი არ შეუძლიათ მეტ-ნაკლებად რელევანტური და სერიოზული პოზიციის დაკავება,- ამის შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები მაშინვე პროპაგანდისტულ მესიჯებზე გადადიან.

„ხაზს უსვამს ამ ოპოზიციის აბსოლუტურად დესტრუქციულ, არასახელმწიფოებრივ მიდგომას, როდესაც მათ ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხზეც კი არ შეუძლიათ მეტ-ნაკლებად რელევანტური და სერიოზული პოზიციის დაკავება, მაშინვე პროპაგანდისტულ მესიჯებზე, სრულ უარყოფაზე გადადიან. რა იცი შენ, რომ უარყოფ ამას სრულად? დაელოდე გამოძიებას და მერე დაელოდე შესაბამისი დასკვნები“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები