“როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ ფრენებს და მესამე დღეს ჩვენ ვიქნებით ჩართული ომში” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ “თუ საქართველოს ხელისუფლება, იმ შემოთავაზებებს აჰყვებოდა, რომელიც 2022 წლის თებერვალ-მარტში ძალიან უხვად იყო უცხოელი აქტორების მხრიდან, დღეს, Fitch-ის რეიტინგში, საქართველოს იქნებოდა ნეგატიური რეკორდსმენი ეკონომიკური კოლაფსისა”.

მანვე აღნიშნა, რომ როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ პირდაპირ ფრენებს.

„არა თუ ამ, უარეს მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო, საქართველოს ხელისუფლება მაშინ, რომ დაჰყოლოდა ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგიერთი უცხოელი აქტორის ზეწოლას და სანქციების, ომში შესვლის და ესკალაციის გზაზე წასულიყო. დღეს Fitch-ის რეიტინგში საქართველოს იქნებოდა ნეგატიური რეკორდსმენი ეკონომიკური კოლაფსისა. ციფრებით არის დათვლილი რა შედეგები ექნებოდა იმას, თუ საქართველოს ხელისუფლება, აი ამ თავქარიან შემოთავაზებებს აჰყვებოდა, რომელიც 2022 წლის თებერვალ-მარტში ძალიან უხვად იყო უცხოელი აქტორების მხრიდან.

და მეორე, ეს არის კიდევ ერთხელ ცხადი ვიზუალიზაცია ჩვენი ამომრჩევლებისთვის თუ რა გეგმა აქვს დასახული ოპოზიციას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება, რომ როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, მათივე სიტყვებია დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ პირდაპირ ფრენებს. უკრაინას მიაწვდიან რაიმე შეიარაღების მიწოდება თუ შეუძლიათ და მოხალისეების ორგანიზების ცენტრების შექმნიან უკრაინაში გასაგზავნად. და მესამე დღეს ჩვენ უკვე ვიქნებით ჩართული ომში. ეს არის ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირება, რომ საქართველოს Fitch-ის რეიტინგში აღმოჩნდეს ნეგატიური რეკორდსმენი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები