რატი იონათამიშვილი – რადიკალურ ოპოზიციას ეშინია, რადგან საკუთარი უსამშობლობით, მოღალატეობრივი საქმიანობით დაამახსოვრეს ხალხს თავი
პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტებით მოახდინა რადიკალური ოპოზიციის ლუსტრირება,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებებს, სადაც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს.
“პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტებით მოახდინა რადიკალური ოპოზიციის ლუსტრირება. თუ ჰგონია ვინმეს ჩვენ საზოგადოებაში, რომ დაავიწყდება მათი მავნებლური რიტორიკა, ბუნება და განცხადებები, ძალიან ცდება.
როგორც ჩანს, ისინი არიან ძალიან შეშინებულები, ვინაიდან, მოუწევთ საზოგადოებასთან პირისპირ შეხვედრა და ამ შეხვედრის რადიკალურ ოპოზიციას ეშინია, რადგან საკუთარი უსამშობლობით, მოღალატეობრივი საქმიანობით დაამახსოვრეს მხოლოდ ჩვენს ხალხს თავი, მაგრამ მათ მოუწევთ თვალებში ჩახედონ ჩვენს საზოგადოებას და შემდეგ უკვე 26 ოქტომბრის არჩევნებზე მათ გარდაუვალი, გამანადგურებელი მარცხი ელით,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.