შალვა პაპუაშვილი: სინამდვილეში საფრანგეთის ელჩიც და მეც, სიმართლეს ვამბობთ შუაში კი რატომღაც მედია ჩადექით, რომელიც ცდილობთ, რომ ხან მისი სიტყვები და ხან ჩემი სიტყვები შეცვალოთ

სინამდვილეში საფრანგეთის ელჩიც და მეც, სიმართლეს ვამბობთ შუაში კი რატომღაც მედია ჩადექით, რომელიც ცდილობთ, რომ ხან მისი სიტყვები და ხან ჩემი სიტყვები შეცვალოთ, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს უპასუხა, რომელმაც პაპუაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის საელჩომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმად საფრანგეთისგან საქართველოს 2012 წლის შემდეგ 915 მლნ ევრო ფინანსური დახმარება აქვს მიღებული, რაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს ეწინააღმდეგება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს განვითარება უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და საქართველოს ხელისუფლებაზე.

„სინამდვილეში საფრანგეთის ელჩიც და მეც, სიმართლეს ვამბობთ შუაში კი რატომღაც მედია ჩადექით, რომელიც ცდილობთ, რომ ხან მისი სიტყვები და ხან ჩემი სიტყვები შეცვალოთ. ერთხელ და სამუდამოდ რომ გავერკვეთ: საქართველოს განვითარება უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენი ბიუჯეტი შემდგარია ქართველი გადასახადების გადამხდელთა მიერ. არავისი ვალი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ჩვენ არ გვაქვს, რადგან უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხი ქმნის ამ დოვლათს. ამ დოვლათის შექმნაში ხანდახან ჩვენ გვჭირდება დამატებითი რესურსები, ისევე როგორც თქვენ შეიძლება სესხით გქონდეთ ნაყიდი მანქანა, ბინა, ან ტელეფონი. ამ ფინანსურ რესურსებს ჩვენი ახლობლები ხანდახან გვჩუქნიან, ხან ვიღაცა სესხად გვაძლევს. ეს არის შედეგი თანამშრომლობის. სესხი საფრანგეთის შემთხვევაში იმ [მოცემული] თანხის 95%-ია. სესხი არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება, ეს ხან ფრანგულია, ხან აზიურია და ეს არ არის დახმარება იმ მხრივ, რომ თითქოს ეს ფული ქვეყნისთვის ნაჩუქარია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

საქართველოს განვითარება უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და საქართველოს ხელისუფლებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები