არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს – შალვა პაპუაშვილი

„პირველ რიგში, არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი კითხვა არის თუ რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს,- ასე შეაფასა მმართველი გუნდის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” მოსალოდნელი შედეგი არჩევნებში.

“სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა – ის, რომ ქართველმა ხალხმა დაანახვოს ყველას – შიგნითაც და გარეთაც, რომ ქართველი ხალხი დგას იმ პოლიტიკის უკან, რასაც ჰქვია მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების პოლიტიკა და ქართველი ხალხი უარს ეუბნება უცხოური აქტორების მიერ ოპოზიციის მეშვეობით ქართველებისთვის თავს მოხვეულ იდეებს, რომ საკუთარი ინტერესებით ფიქრის ნაცვლად, ჩამოკიდებულები უნდა ვიყოთ იმაზე თუ რა ბრიფინგი ჩატარდება რომელიმე დედაქალაქში და რა ინსტრუქციებს მიიღებს ოპოზიციის ესა თუ ის წარმომადგენელი.

რაც შეეხება მომავალ პარლამენტში კონფიგურაციას, ეს არის მომავალი პარლამენტის საკითხი. პირველი ეტაპი არის საარჩევნო სია, რომელიც ეტაპობრივად გამჟღავნდება. ეს სია დგება პოლიტსაბჭოს მონაწილეობით და გადაწყვეტილებით და სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო წყვეტს სიის შემადგენლობას.

მეორე, მას შემდეგ, რაც შედგება შემდეგი მოწვევის პარლამენტი, ეს არის საპარლამენტო თანამდებობები. ესეც შესაბამისად გადაწყდება, ისევე, როგორც სამთავრობო პოზიციები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები