შალვა პაპუაშვილი: არანაირ ნეიტრალურ სტანდარტში, პრინციპში არ ჯდება, როდესაც დამკვირვებელი ორგანიზაცია მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებს პარტიებთან ერთად და პოლიტიკურ აგიტაციას ეწევა

დამკვირვებლის მიმართ არსებობს ნეიტრალობის ვალდებულება, რაც ეუთო-ოდირის სტანდარტია. არანაირ ნეიტრალურ სტანდარტში, პრინციპში არ ჯდება, როდესაც დამკვირვებელი ორგანიზაცია მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებს პარტიებთან ერთად და პოლიტიკურ აგიტაციას ეწევა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, განსაცვიფრებელია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ბოლო პერიოდის აქტივობები, განსაკუთრებით მათი, რომელთაც პრეტენზია აქვთ, არჩევნების დროს დამკვირვებლები იყვნენ.

„დამკვირვებლის მიმართ არსებობს ნეიტრალობის ვალდებულება, რაც ეუთო-ოდირის სტანდარტია. არანაირ ნეიტრალურ სტანდარტში, პრინციპში არ ჯდება, როდესაც დამკვირვებელი ორგანიზაცია მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებს პარტიებთან ერთად და პოლიტიკურ აგიტაციას ეწევა; შერჩეულ პარტიებს პლატფორმას აძლევს პოლიტიკური აგიტაციისთვის; თავად არის ჩართული პოლიტიკურ აგიტაციაში, ახდენს არჩევნების დისკრედიტაციას. შეხვედრაზე, რომლის ჩანაწერიც შემდეგ გავრცელდა, ვნახეთ, რაზე იყო საუბარი. ჩვეულებრივი პოლიტიკური აგიტაციაა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ცხადი დარღვევა ნეიტრალობის პრინციპისა; პირდაპირი, უაპელაციო საუბარი იყო რაღაც მოსალოდნელი გაყალბების შესახებ, რაც არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობაა, ასევე დამკვირვებლის ნეიტრალობის პრინციპის დარღვევა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები