პარლამენტის ფრაქცია “ქართულ ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე არჩილ გორდულაძე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, “არ უნდა დაგვავიწყდეს მიმდინარე მოვლენები, რაც სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა, იქნებოდა ეს პრემიერ-მინისტრ ფიცოსთან თუ ტრამპთან დაკავშირებით”.
„არსებობენ გავლენიანი ძალები, რომელთა ინტერესშიც არის, რომ იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ და იბრძვიან ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ“, – თქვა დეპუტატმა.