ირაკლი კირცხალია – ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: სრულიად ლოგიკურია, რომ ამის მცდელობა შეიძლება ჰქონოდათ

ყველას კარგად გვახსოვს 2022 წლიდან გაჟღერებული განცხადებები, რომ აფხაზეთში გასეირნების დროა,- აღნიშნული კომენტარი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე გააკეთა.

მისივე თქმით, “მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე მსგავსი მცდელობები გასაკვირი არაა”.

„ამასთან დაკავშირებით კითხვა საერთოდ არ მიჩნდება, თან თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სრულიად ლოგიკურია, რომ ამის მცდელობა შეიძლება ჰქონოდათ. ყველას კარგად გვახსოვს 2022 წლიდან ამ უკრაინელი მებრძოლების და მათი ლიდერების გამონათქვამები, რომ აფხაზეთში გასეირნების დროა და ა.შ. ზოგადად, ასეთი წამოძახილები უბრალოდ, ჰაერზე არ ხდება ხოლმე“, – განაცხადა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები