“გამჭვირვალობის კანონი” არ არის ის, რის გამოც ხდება ეს ყველაფერი” – იონათამიშვილი

“ჩვენზე ზეწოლას ჩვენი პასუხისმგებლობის და სინდისის გარდა ვერაფერი მოახდენს”, – ასე უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, მისი შეფასებით, ახდენს თუ არა ოფიციალური ვაშინგტონი ოფიციალურ თბილისზე გავლენას.

“ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან და ჩვენი ინტერესი არის საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება.

“გამჭვირვალობის კანონი” არ არის ის, რის გამოც ხდება ეს ყველაფერი. ელემენტარული დაკვირვებითაც კი, ამის სიღრმეები სხვაგან მიდის. საინტერესო ის არის, რომ როდესაც ასეთი უარგუმენტო მსჯელობა ხოლმე იქ, გინდა – არ გინდა, ისეთ შეცდომებსაც უშვებენ ხოლმე, რომ შეუძლებელია, ჩვენი საზოგადოება ვერ ხედავდეს”, – აღნიშნა იონათამიშვილმა “დღის ქრონიკაში” ჩართვისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები