ილონ მასკი აცხადებს, რომ ერთ-ერთი შვილის სქესის შეცვლის ოპერაციაზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ მას მოტყუებით მიაცემინეს უფლება თავისი ერთ-ერთი შვილისთვის, რათა ის ტრანსგენდერი ქალი გამხდარიყო.
როგორც მასკმა ცნობილ კანადელ ფსიქოლოგთან, ჯორდან პიტერსონთან ინტერვიუში აღნიშნა, ის, რაც მის ოჯახს დაემართა, ბოროტებაა.
„მოტყუებით მომაწერინეს დოკუმენტზე ხელი. ეს ჯერ კიდევ იქამდე მოხდა, ვიდრე გავიგებდი, რა ხდებოდა. „კოვიდ-19“-ის პანდემია, დიდი გაუგებრობა იყო და მითხრეს, რომ ხავიერს შესაძლოა, სუიციდი ჩაედინა, თუკი მე არ … „გენდერული ტრანზიციის ზრუნვა“ საშინელი ეფემიზმია. ეს არის ბავშვის დასახიჩრება, სტერილიზაცია და ბოროტებაა. საუბარია თანხმობის ასაკს მიუღწეველ ბავშვზე. თითქმის ყველა ბავშვი გადის რაიმე სახის იდენტობის კრიზისს, ეს მხოლოდ ზრდის ნაწილია. ამიტომ ზრდასრულებისთვის შესაძლებელია ბავშვებით მანიპულირება, რომელთაც აქვთ იდენტობის ბუნებრივი კრიზისი, რომ ისინი არ არიან იმ სქესის და სქესის შეცვლა სჭირდებათ. შემდეგ მათ აძლევენ სტერილიზაციისთვის მედიკამენტებს, რომელთაც ასევე უწოდებენ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებს და მათ აღარ შეუძლიათ ბავშვების ყოლა, უტარებენ ორმაგ მასტექტომიას, დასახიჩრებას. თანხმობის ასაკი უმიზეზოდ არ გვაქვს შემოღებული. 18 წლამდე არ შეგიძლია ტატუს გაკეთება, ალკოჰოლის მიღება თუ ავტომობილის მართვა. განსაზღვრულია სხვადასხვა ასაკი. თუკი ჩვენ ბავშვებს ნებას დავრთავთ, გადადგან შეუქცევადი ნაბიჯები 10, 12, 14 წლის ასაკში, ისინი მოიმოქმედებენ ისეთ რამეებს, რასაც საბოლოო ჯამში ძალიან ინანებენ“, – განაცხადა ილონ მასკმა.