„ძლიერი სომხეთი“ არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს

ოპოზიციურმა ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ საკონსტიტუციო სასამართლოს 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, – ამის შესახებ ბლოკის წარმომადგენელმა მარიანა კაგრამანიანმა განაცხადა.

„19 ივნისს, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელმა, არამ ვარდევანიანმა, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვა 7 ივნისის ეროვნული კრების არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა. ხელისუფლების მიერ ჩადენილი ფართომასშტაბიანი და ორგანიზებული დარღვევების მოტივით, ბლოკი მოითხოვს 14 ივნისის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების „სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების არჩევნების შედეგების შესახებ“ ბათილად ცნობას, არჩევნების შედეგების გაუქმებას ან არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას“, – დაწერა კაგრამანიანმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები