“უკრაინა რუსეთს უკრაინული წარმოების იარაღით უტევს” – სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებს საკუთარი წარმოების შეიარაღებით ახორციელებს.

„უკრაინა მხოლოდ რუსეთს არ ურტყამს. ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს“, — დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში.

მინისტრის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება წლების განმავლობაში საკუთარ მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ომი შორს იყო რუსეთის ტერიტორიიდან, თუმცა უკრაინის მიერ განხორციელებული შორი მოქმედების დარტყმები საპირისპიროს აჩვენებს.

სიბიგას განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სხვა ობიექტებზე მასშტაბური დრონული შეტევები განახორციელეს. საერთაშორისო მედიის ცნობით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო რუსეთის დედაქალაქზე ომის დაწყების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები