ბაიდენი 24 ივლისს საზოგადოებას სიტყვით მიმართავს

U.S. President Joe Biden delivers remarks at Everytown for Gun Safety Action Fund's annual "Gun Sense University" conference in Washington, D.C., U.S., June 11, 2024. REUTERS/Nathan Howard

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 ივლისს საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების ლიდერი თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან აშშ-ის დროით 20:00 საათზე წარდგება.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის თავის გამოსვლაში უფრო დეტალურად ისაუბრებს იმის შესახებ თუ რატომ თქვა უარი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრაზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის წარდგენას დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები