უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე დარტყმებს ახორციელებდნენ.
„პოკროვსკის სამკუთხედის ზონაში კიდევ ერთი მტრის „სუ-25“ გაუჩინარდა. ორ რუს პილოტს ეყო სიგიჟე იმისთვის, რომ ჩვენს პოზიციებთან ახლოს შემოფრენილიყო. ერთ-ერთი მათგანი ამ სიგიჟისთვის მყისიერად დაისაჯა“, – ნათქვამია განცხადებაში.