ეთიოპიაში მეწყერს, სულ მცირე, 157 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესი გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 157 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება და მაშველებს პერიოდულად ტალახის მასიდან დაღუპულთა ცხედრები ამოჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები