დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტია“ ახალ ლიდერს 2 ნოემბერს აირჩევს

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტია“ ახალ ლიდერს 2 ნოემბერს აირჩევს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, რომელმაც გადადგომის შესახებ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ გამოაცხადა, 2 ნოემბრამდე „კონსერვატორების“ ლიდერის მოვალეობას შეასრულებს.

ცნობისთვის, კონკურსის ფარგლებში პარტია ოთხ კანდიდატს გამოავლენს, რომლებიც ყრილობაზე თავიანთ ხედვებს წარადგენენ, ხოლო საბოლოოდ, „კონსერვატიული პარტიის“ წევრები არჩევანს ორ მთავარ კანდიდატს შორის გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები