“პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი აღიარებს, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო ყოფილა, რომელმაც ის კონსტიტუციის დამრღვევად ცნო” – მაჭარაშვილი

“საკონსტიტუციო სარჩელის დაწერას სამი თვე მოუნდნენ, ეს მეტყველებს, რომ ოთხ-ხუთ გვერდიან კანონში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს”, – განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

“პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი აღიარებს, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო ყოფილა, რომელმაც ის კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. რა პირით უნდა შეიტანოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, როცა თავად პრეზიდენტია იმის მაგალითი, რომ კონსტიტუციას არღვევს და, ამავე დროს, ამით ამაყობს. დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილს კანონი თავიდან ბოლომდე არც აქვს წაკითხული. უთხრეს, ეს უნდა გააპროტესტო, რუსული დაარქვაო და ამას აკეთებს. არ გააკეთებს და მისი აჯობებს. აგენტურის ხვედრი ასეთია – რასაც გეტყვიან, თუ არ გააკეთებ, შემდეგ პიროვნული დეგრადაცია დაიწყება. სამწუხაროდ, ზურაბიშვილმა ქვეყანა გაცვალა ოჯახის წევრების დაწინაურებასა და თავის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები