“ლატვიის პრეზიდენტს გამოთქმა ავიწყდება – ყველამ თავის არეულ თუ დალაგებულ სახელმწიფოს უნდა მიხედოს” – მაჭარაშვილი

“ლატვიის პრეზიდენტს გამოთქმა ავიწყდება – ყველამ თავის არეულ თუ დალაგებულ სახელმწიფოს უნდა მიხედოს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“პასუხი გაგვცეს კითხვაზე – ლატვიამ რატომ გაზარდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები? დარწმუნებული ვარ, ლატვიის პრეზიდენტს თავისივე საზოგადოება არ ეთანხმება. როგორც ჩანს, თანამედროვე მსოფლიოში ინფორმაციებს ჩამორჩა – უკვე ლიბერალური ფაშიზმი მარცხდება. იმარჯვებს და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოს სწორი კურსი, რაც მშვიდობასა და ოჯახის დაცვას გულისხმობს. „გლობალური ომის პარტია“ შედგება როგორც უცხოელი, ასევე ქართველი აქტორებისგან. ლოკალური ომის პარტია „ნაცმოძრაობის“ სახით, იკვებება სწორედ „გლობალური ომის პარტიისგან“, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ჭანჭიკის სახით იყო სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც, სამწუხაროდ, ასეთ განცხადებებს აკეთებინებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები