ჩვენ მარტო გავალთ არჩევნებზე და იმედია, ამომრჩეველი ამას სათანადოდ დააფასებს – სანდრო რაქვიაშვილი
ქვეყანაში არ არსებობს არცერთი პრინციპებზე აგებული და თანმიმდევრული პარტია,- ასე ეხმიანება საარჩევნო ოპოზიციის დაჯგუფებებს პარტია “გირჩის” წევრი სანდო რაქვიაშვილი.
მისი თქმით, რომ არსებობდეს რომელიმე პარტია, რომელსაც პრინციპები და იდეოლოგია გააჩნია, დაფიქრდებოდნენ გაერთიანებაზე.
“ნებისმიერი პარტია რომ დაასახელოთ, მიხვდებით, ვინ არის ამ პარტიის ბელადი, ამიტომ შეუძლებელია ჩვენ ვინმესთან გავერთიანდეთ.
სხვა პარტია რომ არსებობდეს, რომელსაც რამე პრინციპები და იდეოლოგია გააჩნია, შეიძლება გველაპარაკა და გვეფიქრა მაინც. რადგანაც ასეთი პარტია არ არსებობს, ჩვენ მარტო გავალთ არჩევნებზე და იმედია, ამომრჩეველი ამას სათანადოდ დააფასებს.”