“ანალიტიკოსებიც აცხადებენ, რომ ეს ერთი ჯგუფია, ტრამპი, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი და ორბანი” – საყვარელიძე
„ტრამპმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ორბანის ფიგურას. ანალიტიკოსებიც აცხადებენ, რომ ეს ერთი ჯგუფია, ერთი ბრიგადაა – ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი და ორბანი”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
“ორბანზე იყო საუბარი, რომ რუსეთზეა ორიენტირებული. არავისზეა ორიენტირებული – რუსი ანალიტიკოსები ამბობენ. ის უნგრეთზეა ორიენტირებული. ანუ, შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც თავი-თავიანთ ქვეყანაზე ზრუნავენ. ტრამპის სიტყვაც ამერიკაზე ზრუნვა იყო, მის ეკონომიკაზე, კაპიტალზეც. ორბანიც ასეთია. ის თავის უნგრეთზე ზრუნავს“, – აღნიშნა საყვარელიძემ.