“ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს” – წილოსანი ამნისტიის კანონპროექტზე
“საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კანონპროექტს ოპოზიციის ნაკლებად დესტრუქციულმა ნაწილმა – “გირჩმა” და “ევროპელმა სოციალისტებმაც” დაუჭირეს მხარი და გარკვეულწილად მულტიპარტიული მხარდაჭერა გამოვიდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ნინო წილოსანმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა.
“თავისთავად ვემხრობით ამნისტიის აუცილებლობას და განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ის რისკები, რომლებიც ამნისტიის შემდგომ შეიძლება, არსებობდეს, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი,” – განაცხადა წილოსანმა.