“მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვაც, რათა ამ ჰუმანურ აქტთან დაკავშირებით არ მოხდეს კრიმინალური ვითარების მართვის ხელიდან გაშვება” – ქადაგიშვილი ამნისტიის პროექტზე
“ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენს ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა, ასი ათას მოსახლეზე გათვლით, მართლაც ყველაზე განვითარებული, ევროპული ქვეყნების ოდენობას გაუტოლდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ამნისტიის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
“აგრეთვე, მნიშვნელოვანი არის ბალანსის დაცვაც, რათა ამ ჰუმანურ აქტთან დაკავშირებით არ მოხდეს კრიმინალური ვითარების მართვის ხელიდან გაშვება. ჰუმანური აქტი ყოველთვის ჰუმანური აქტია და თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნოდ არის კარგი, მაშინ თვითონაც მიიღონ ამაში მონაწილეობა”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.