“ხალხი ხედავს, რომ თუ რადიკალები ხელისუფლებაში მოვლენ, ეს გამოიწვევს საქართველოს სწრაფ უკრაინიზაცია-მოლდავიზაციის გზაზე წასვლას” – ქადაგიშვილი

“ხალხი ხედავს იმას, რომ თუ ეს რადიკალები ხელისუფლებაში მოვლენ, ეს გამოიწვევს საქართველოს სწრაფ, ხშირად ეს ტერმინი გამოიყენება ხოლმე, უკრაინიზაცია-მოლდავიზაციის გზაზე წასვლას, როდესაც ქვეყნებში უმძიმესი მდგომარეობაა, მაგრამ, სამაგიეროდ, პოლიტიკურ ტაშს უკრავენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდია წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“რეალური ცხოვრება ამ ქვეყნებში, ერთში საშინელება ტრიალებს აგრესიის შედეგად და მეორე, აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, გაყინულია განვითარებაში.

ეს გვაძლევს ჩვენ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვის საშუალებას, იმიტომ, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ყოველთვის უფრო მძაფრი რამ სჭირდება, რის გამოც შენ მხარი უნდა დაგიჭიროს.

ის ტრადიციული ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც 50 პროცენტის ფარგლებში ტრიალებს, ყველა არჩევნებში ჩვენ მყარად გვყავს შენარჩუნებული“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები