“ოპოზიცია იძულებულია, შეძლებისდაგვარად, რიტორიკა შეცვალოს” – ქადაგიშვილი

“ოპოზიციის განწყობა არ შეცვლილა. განწყობა აბსოლუტურად იგივე აქვთ, მაგრამ იძულებულები არიან, როგორმე, რეალობას თვალი გაუსწორონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ქრონიკაში” ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია იძულებულია, შეძლებისდაგვარად, რიტორიკა შეცვალოს.

“თუმცა, აქ უნდა ითქვას, რომ მახსოვრობა ყველას კარგი აქვს და გვახსოვს, იგივე, პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპთან დაკავშირებით რა მძიმე რიტორიკა ჰქონდათ, საქართველოს მიერ არჩეულ პოლიტიკასთან – მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებით, რა უმძიმესი რიტორიკა ჰქონდათ და დღეს, წინასაარჩევნოდ როგორი განცხადებები უწევთ, რომ გააკეთონ”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები