დავით ზალკალიანი აშშ-ში “რესპუბლიკელების” ყრილობას და ტრამპის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას დაესწრო

აშშ-ში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობას, სადაც გასულ ღამეს დონალდ ტრამპი რესპუბლიკურმა პარტიამ ოფიციალურად წარადგინა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი ესწრებოდა, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც ელჩმა აღნიშნა,  საშუალება ჰქონდა, შეხვედროდა ამერიკის წამყვან სენატორებს და კონგრესმენებს, მათ შორის: სენატორებს მარკო რუბიოს, კორი გარდნერს, დენ სალივანს, ბილ ჰაგერტის, სპიკერ მაიკ ჯონსონს, კონგრესმენ ჯო ვილსონს და რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკის გუნდის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები