ბანგლადეშში აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 105-ს მიაღწია
ბანგლადეშში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვმა 105-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, საპროტესტო აქციების გამო მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა და საჯარო სივრცეში შეკრებები აკრძალა.
ცნობისთვის, მოვლენების ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ დაკაშია, სადაც ასობით სტუდენტმა ქუჩები გადაკეტა და პოლიციას დაუპირისპირდა.
მედიის ინფორმაციით, ბანგლადეშის დედაქალაქში სროლის ხმა ისმოდა.
აღსანიშნავია, რომ 19 ივლისს დაპირისპირებას, სულ მცირე, 52 ადამიანი ემსხვერპლა.
ათასობით ადამიანი დაშავებულია. შეფერხებულია ტელემაუწყებლობა და მობილური კავშირი.