რადას ყოფილი დეპუტატი, რომელიც საკუთარ სახლთან დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის პირველი სამედიცინო ასოციაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უბედურება. ცნობილი გახდა, რომ ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ჭრილობა სიცოცხლეს არ შეესაბამებოდა. ლვოვის საზოგადოება გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ყველას, ვინც იცნობდა და უყვარდა ის“, – აცხადებს მერი.

როგორც ცნობილია, რადას ყოფილ დეპუტატზე თავდამსხმელის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ირინა ფარიონის 19 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ესროლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები