ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, რიკო კრიგერს ბრალი ტერორიზმსა და სისხლის სამართლის სხვა საქმეებში ედება.

კერძოდ, მამაკაცს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის შემდეგ საქმეებზე: „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებები“, „საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალების ან კავშირის საშუალების განზრახ მწყობრიდან გამოყვანა“, „ექსტრემისტული ფორმირების შექმნა ან მონაწილეობა“, „დაქირავებულ მებრძოლად ყოფნა“, „სააგენტო საქმიანობა“ და „ტერორისტული აქტი“.

„ჩვენი ინფორმაციით, ივნისის ბოლოს მინსკის საოლქო სასამართლომ გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს გერმანიაში არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებული, ან შევიდა თუ არა იგი კანონიერად ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები