სომხეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 2 ადამიანი

სომხეთის ქალაქ ეღვარდთან AN-2 ტიპის სამხედრო სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„გიდასტურებთ, რომ ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც სასწავლო იყო.
თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპული მფრინავების ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და თანამებრძოლებს“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არამ თოროსიანმა.

ინფორმაციისთვის, ინციდენტი დილით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები