Crowdstrike-ის აღმასრულებელი დირექტორი: IT სისტემის პრობლემები ანტივირუსული პროგრამის განახლებამ გამოიწვია

Microsoft-ის კომპიუტერული სისტემების შეფერხება კომპანია Crowdstrike-ის ანტივირუსული პროგრამის განახლებამ გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Crowdstrike-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯორჯ კურცის განცხადებით, გლობალური ტექნიკური გაუმართაობა Crowdstrike პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიასა და Windows ოპერაციულ სისტემას შორის შეუთავსებლობამ გამოიწვია.

„პრობლემა იდენტიფიცირებულია, იზოლირებულია და მის მოსაგვარებლად ზომების მიღება ხორციელდება“, – აღნიშნულია Crowdstrike-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, IT სისტემების გლობალურმა გათიშვამ ბანკების, მედიისა და ავიახაზების მუშაობა მთელს მსოფლიოში შეაფერხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები