ის ფაქტი, რომ საქართველოს სურს, აკონტროლოს და შეეწინააღმდეგოს უცხოურ გავლენას, გასაგებია. არ მგონია, რომ ვინმეს, განსაკუთრებით ევროკავშირს, აქვს უფლება, გააკრიტიკოს საქართველო ასეთი კანონისთვის, – აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო.
მისივე თქმით, გამჭირვალობის კანონის მიღება სრულიად გასაგები ქმედებაა, რომ ქვეყანამ დაარეგულიროს და შეზღუდოს უცხოური გავლენა და ეს არ საჭიროებს განმარტებას.
“ეს არის ქვეყნის სრულიად გასაგები მცდელობა, დაარეგულიროს და შეზღუდოს უცხო გავლენა. ჩვენ მსგავსი რამის მოწმენი გავხდით უნგრეთში, ჩვენი ოპოზიცია მილიონობით დოლარით ფინანსდებოდა უცხოეთიდან, ძირითადად აშშ-დან. იყო ძალიან უხეში ჩარევა ბოლო არჩევნებში, მას შემდეგ ოპოზიცია და მათი მედიები უცხოეთიდან ფინანსდება.
მიმაჩნია, რომ ეს არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და არ საჭიროებს არავითარ განმარტებას. ის ფაქტი, რომ საქართველოს სურს, აკონტროლოს და შეეწინააღმდეგოს უცხოურ გავლენას, გასაგებია. არ მგონია, რომ ვინმეს, განსაკუთრებით ევროკავშირს, აქვს უფლება, გააკრიტიკოს საქართველო ასეთი კანონისთვის”, – აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.