ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის სამიტში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ჩვენი წინადადება, რომელიც ენერგო უსაფრთხოებას ეხებოდა საბოლოო დეკლარაციაში აისახა

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში, რომელიც დიდი ბრიტანეთში გაიმართა, საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძემ განმარტა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საშუალება ჰქონდა, ორმხრივ ფორმატში ევროკავშირის, სხვა სახელმწიფოების ლიდერებს გასაუბრებოდა.

„საქართველოს მონაწილეობა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში მნიშვნელოვანია. მართალია ცოტა ამორფული საზოგადოებაა და ეს ინტეგრაციის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს, თუმცა კარგი პლატფორმაა, რომ საშუალება გვქონდეს, ვეკონტაქტოთ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი წინადადება, რაც დაკავშირებადობას და ენერგო უსაფრთხოებას ეხებოდა, აისახა საბოლოო დეკლარაციაში. ასევე პრემიერს საშუალება ჰქონდა, ორმხრივ ფორმატში ევროკავშირის, ასევე სხვა სახელმწიფოების ლიდერებს გასაუბრებოდა. ასეთი სახის შედეგები სასარგებლოა და მასში მონაწილეობას ყოველთვის მივიღებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები