დავით მათიკაშვილი – შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებმა სისტემატური დიალოგი უნდა აწარმოონ სუფთა ენერგიის საკითხებზე, სადაც საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია

შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებმა სისტემატური დიალოგი უნდა აწარმოონ სუფთა ენერგიის საკითხებზე, სადაც საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციის შესახებ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა ლონდონის სამიტის შემდგომ, სადაც გაზიარებულია ქართული მხარის წინადადება.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა ლონდონის სამიტის შემდგომ, სადაც გაზიარებულია ქართული მხარის წინადადება. შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებმა სისტემატური დიალოგი უნდა აწარმოონ სუფთა ენერგიის წარმოშობის, გაცვლის, მისით მომარაგების საკითხებზე, სადაც საქართველოს გააჩნია რეგიონულად ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია.

არის შესაძლებლობა, რომ ეს ფუნქცია იყოს ბოლომდე, სრულად გამოყენებული, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის როლს გაზრდის რეგიონული მასშტაბით და მას კიდევ ახალ ფუნქციას შემატებს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები