რატი იონათამიშვილი – ამნისტიის დროს მიხეილ სააკაშვილზე საუბარი ძალიან უხერხულია – ამნისტია ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს

“მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალი ამ ქვეყანაში, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო სტრასბურგის სასამართლომ. შესაბამისად, ამნისტიის პროცესის დროს, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი ძალიან უხერხულია და ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ პატიმარზე გაწეული ხარჯითაც ჩანს, რა დამოკიდებულება ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას” პატიმრების მიმართ.

“ნაციონალური მოძრაობა” არის ის პარტია, რომლის დროსაც, მაგალითად, პატიმარზე სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, ერთი თვის განმავლობაში, შეადგენდა 335 ლარს, მაშინ როდესაც დღეს სახელმწიფო საშუალოდ, ერთ პატიმარზე ხარჯავს 1800 ლარს. აქედან ჩანს, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ პატიმრების მიმართ, ადამიანის უფლებების მიმართ, ზოგადად.

რასაკვირველია, “ნაციონალურ მოძრაობას” არ დაედგომება იქ, სადაც პატიმართა უფლებებზეა საუბარი,” – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები