არ გამოვიყენოთ ეს კანონპროექტი, რაღაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და არც ფუჭი მოლოდინები გავაჩინოთ და არც ისეთი სიტუაცია შევქმნათ, რომ ეს საკითხი უკავშირდება პოლიტიკური პროცესს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს.
“ეს საკითხი “ქართული ოცნების” პერსპექტივიდან უკავშირდება პატიმრების ინტერესებს. თუკი ვინმემ იცის პოლიტიკურად და პოლიტიკურმა გუნდმა, რას ნიშნავს იზრუნო პატიმარზე, ეს არის “ქართული ოცნება”.
ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი მოწოდებები, გვესმის ყველასი,” – განაცხადა ოხანაშვილმა.